13:07:27     18-10-2017
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის განკარგულება დაბლოკა

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის რიგით მესამე განკარგულება დაბლოკა, რომელიც 8 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას უკრძალავს.
თუმცა შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახური კონტროლს ამკაცრებს, განსაკუთრებით იმ ობიექტებზე, სადაც არალეგალებს ასაქმებენ.
საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებაზე პრეზიდენტის ინიციატივებს უამრავი კრიტიკოსი და მომხრე ჰყავს.
„ჰერითიჯის“ ფონდის ანალიტიკოსმა ისაუბრა არალეგალთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელთა თავიდან აცილება, მისი თქმით, შესაძლებელი იქნებოდა, თავის დროზე დეპორტი რომ განხორციელებულიყო.
აშშ-ს 2016 წელს საიმიგრაციო სამსახურმა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებზე 240 000-ზე მეტი პიროვნება გამოავლინა და გააძევა. ქვეყნის შიგნით დაკავებულ და გაძევებულთა უმეტესობას, ოფიციალური მონაცემებით, კანონთან პრობლემები ჰქონდა.
0