11:10:12     18-10-2017
პაკისტანში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კვეტაში აფეთქების შედეგად შვიდი პოლიციელი დაიღუპა. მომხდარის შედეგად 22 სამოქალაქო პირი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ავტომობილი, რომელსაც 35 პოლიციელი გადაჰყავდა, ნაღმზე აფეთქდა.
შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ძალები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო ქმედებები.
0