ბარსელობარსელონაში  ასობით ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდა ბარსელობარსელონაში ასობით ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდა />


  10:43:15     18-10-2017

ბარსელობარსელონაში ასობით ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდა

a72565.jpg

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების დემონსტრაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დემონსტრაციის ორგანიზატორები კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები არიან. ასობით ადამიანი ორი დაკავებული პოლიტიკოსის გათავისუფლებას ითხოვს.

ჟორდი სანჩესი და ჟორდი კუიქსარტი, რომლებიც 1 ოქტომბერს გამართული ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორები იყვნენ, სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის ბრალდებით დააკავეს.

ესპანეთის სასამართლომ ორი კატალონიელი სეპარატისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება ნაციონალისტური ორგანიზაცია Omnium Cultural-ის ხელმძღვანელ ჟორდი კუიშარსა და „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ მეთაურ ჟორდი სანჩესს. მათ ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის მოწოდებაში ედებათ ბრალი და რეფერენდუმის მთავარ ორგანიზატორებად მიიჩნევიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ 1 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები არალეგიტიმურად ცნო. 0

ავტორი: