"სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს" "სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს" /> "/> " />


  15:45:21     17-10-2017

"სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს"

a72546.jpg

"ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით".

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს, რაც ძალიან სამწუხარო, ძალიან არასწორი პრაქტიკაა. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, რომ ისაუბრონ ფაქტებით, ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როცა იყო ერთმანეთთან აბსოლუტურად შერწყმული მმართველი პარტია და ადმინისტრაციული რესურსი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ამ პრაქტიკას არ მიმართავს "ქართული ოცნება". აქვს ყველანაირი რესური იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე ეს არჩევნები ძალიან დამაჯერებლად მოიგოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველი ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეა საუბარი.

0

ავტორი: