ეკა ბესელია: "ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს ეკა ბესელია: "ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს /> "/> " />


  14:23:08     17-10-2017

ეკა ბესელია: "ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს

a72538.jpg

"ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, კანონი იყოს დაცული.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალსიტებთან საუბარში განაცხადა. 

“ჩვენ ვიყენებთ პარტიულ რესურსს, პარტიულ შესაძლებლობებს, გამოცდილებას, მაგრამ ადმინისტრაციულ რესურსს პარტია არ იყენებს. ძალიან ყურადღებით და ფრთხილად ვეკიდებითა ამ საკითხს, რომ კანონი იყოს დაცული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, საარჩევნო კამპანია ძალიან მშვიდად და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა და სადაც სრულიად შესაძლებელია, რომ ყველა პარტიამ და პირველ რიგში, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ ისე მოიგოს არჩევნები, რომ ამისთვის არ გამოიყენოს ის რესურსი, რომელიც აკრძალულია.

"ჩვენ არ გვჭირდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ამ მხრივ, ალბათ საჭირო იქნება დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, რომ შესაბამისად ავხსნათ. თუ ზოგადად ტენდენციებზე ვსაუბრობთ, მე მგონია, რომ ძალიან მშვიდად და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ის, რომ რესურსების მობილიზება ხდება, ესეც გასაგებია, რადგან ყველას არ აქვს თანაბარი ფინანსური შესაძლებლობა, ამდენი მხარდამჭერი და შემომწირველი. ეს ის დრო არ არის, როცა ადამიანები იძულებით, თავიანთი რესურსებით იყვნენ ჩართული მმართველი გუნდის სასარგებლოდ არჩევნებში“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 0

ავტორი: