13:23:25     17-10-2017
ჩრდილოეთ კორეა ატომური ბომბის აბსოლიტურ განადგურებას მხარს უჭერს
ჩრდილოთ კორეის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ატომური ბომბის აბსოლიტურ განადგურებას მხარს უჭერენ, თუმცა იმის გამო, რომ ვაშინგტონი პირდაპირ ემუქრება ფხენიანს განადგურებით, ბირთვულ იარაღის აკრძალვაზე საუბარიც კი ზედმეტია.
შესაბამისად, როგორც გაეროში ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენლი კიმ ინ რონი აღნიშნავს, ფხენიანი ბირთვულ პროგრამაზე უარს იტყვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნები დენუკლეარიზაციის მომხრენი გახდებიან.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, მათ შორის ჩინეთმა და რუსეთმაც.
0