კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო />


  12:15:07     17-10-2017

კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო

a72530.jpg

კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას.

ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.

აღნიშნულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, პოლიციამ სამთავრობო უბანში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გააძლიერა და ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტა.

აქციაში მონაწილეობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ახალი ძალების მოძრაობა”, „ეროვნული კორპუსი“, „თავისუფლება“ , სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარტიები. 0

ავტორი: