16:24:34     16-10-2017
კარიბის ზღვაში გემი ჩაიძირა, რომელზეც 50-მდე მიგრანტი იმყოფებოდა
კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ ტორტიუს მახლობლად გემი ჩაიძირა, რომელზეც ჰაიტის კუნძულიდან 50-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. 40-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ინციდენტი გუშინ მოხდა. გემის ჩაძირვის შემდეგ მაშველებმა წყლიდან 7 მიგრანტი ამოიყვანეს, სამი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულთა თქმით, გემზე ჰაიტიდან 50-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. ისინი კუნძულ პროვიდენსიალესზე უკანონოდ მოხვედრას ცდილობდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება სამაშველო-სამძებრო ოპერაციას აგრძელებს.