პორტუგალიასა და ესპანეთში  ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა პორტუგალიასა და ესპანეთში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა />


  13:53:00     16-10-2017

პორტუგალიასა და ესპანეთში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

a72481.jpg

გალიციის რეგიონში, ავტომობილით მოძრავი პირები, ტყის მასივებზე გავრცელებული ხანძრის ალყაში აღმოჩდნენ.
პორტუგალიასა და ესპანეთში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოიდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

მასშტაბური ხანძარი ამ დროისთვის 9 მუნიციპალიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უსაფრთხოების მიზნით დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

პორტუგალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში 5 ათასზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული და ცეცხლის 500-მდე კერას ებრძვიან. გარდა ამისა, რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს. რეგიონს ასევე უახლოვდება ქარიშხალი „ოფელია“, რის გამოც მეხანძრეები შიშობენ, რომ ცეცხლის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ დროისთვის სტიქიამ 4 ათას ჰექტარამდე ფართობი გადაწვა. ხელისუფლება ცეცხლის გაჩენის მიზეზად ადამიანურ ფაქტორს ასახელებს. 0

ავტორი: