10:31:04     16-10-2017
„მომხდარ ფაქტზე საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება“

„მომხდარ ფაქტზე საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას უკრაინის ტერიტორიაზე არშეშვების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
„მომხდარ ფაქტზე საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება. ესაა საერთაშორისო ნორმების დარღვევა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილი საქართველოს მოქალაქის უფლებები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს.
დეპუტატი უკრაინელმა მესაზღვრეებმა „ბორისპოლის“ აეროპორტში გააჩერეს, ნახევარი საათის შემდეგ კი უთხრეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.
0