10:13:31     14-10-2017
იულია ტიმოშენკო- მე ვიბრძოლებ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის
![a72443.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a72443.jpg)
უკრაინის რადის დეპუტატმა, ფრაქცია "ბატკავშინას" ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
"ჩემი და ჩემი გუნდის მომხრეების ხმას უფრო ხმამაღლა გავაჟღერებ. პირდაპირ გეტყვით: მე ვიბრძოლებ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის", - განაცადა ტიმოშენკომ.
ტიმოშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2010 წელს მიიღო. მაშინ, მან მეორე ტურში გადასვლა შეძლო, რომელშიც ვიქტორ იანუკოვიჩთან დამარცხდა.
ტიმოშენოკომ ასევე ჩამოთვალა ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებთან თანამშრომლობაც ღირს. მათ შორის მოხვდა "სვობოდა", "სამოპომიშჩი" და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობა".
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის მარტში ჩატარდება.
0