გიორგი კაკაურიძე ოპოზიციას: ნუ აჩენთ ცრუ მოლოდინს ლარის გაუფასურების შესახებ გიორგი კაკაურიძე ოპოზიციას: ნუ აჩენთ ცრუ მოლოდინს ლარის გაუფასურების შესახებ />


  13:35:23     12-10-2017

გიორგი კაკაურიძე ოპოზიციას: ნუ აჩენთ ცრუ მოლოდინს ლარის გაუფასურების შესახებ

a72366.jpg

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ოპოზიციას მიმართავს, ნუ აჩენენ ცრუ მოლოდინს ლარის გაუფასურების შესახებ. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ აზრით, ოპოზიცია ასეთ მოლოდინს შეგნებულად ზრდის, თითქოს ლარი გაუფასურდება. 

„შეგნებულად ზრდიან იმის მოლოდინს, რომ ლარი გაუფასურდება. რაც გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტთან დაკავშირებით, გადაჭარბებით სრულდება შემოსავლების ნაწილი. ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვას ლარზე არანაირი გავლენა არ ექნება. თხოვნა მექნება მათ შორის ოპოზიციასთან, ნუ აჩენენ ლარის გაუფასურების შესახებ ცრუ მოლოდინს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გააცნო, სადაც ბიუჯეტის პროექტი ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მკაცრად გააკრიტიკა.


0

ავტორი: