13:29:10     12-10-2017
გია ვოლსკი: რასაკვირველია, ვეტო უნდა დაიძლიოს

„რასაკვირველია, ვეტო უნდა დაიძლიოს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რასაკვირველია, ვეტო დაძლეულ უნდა იქნას. ვიფიქრებდი, რომ მართლა გულწრფელი დამოკიდებულებაა და მისი პირადი შეხედულებების გარდა არის კონსულტაციების საგანი ეს თემა, მაგრამ აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული შენიშვნებია და თანაც გვატყუებენ. ყველა საკითხი გავითვალისწინეთ, იმაზეც მზად ვართ, რომ ახალი ინიციატივით შემოვიდეთ და ვფიქრობთ, რომ ეს ქვეყანაზე ზრუნვით არის განპირობებული. თუკი სერიოზული შენიშვნები გაუჩნდება ვინმეს ისეთი, რომ ადრე ვერ შევამჩნიეთ და ეს გამოიწვევს პოზიტიურ ცვლილებას, მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და ინიციატივა შემოიტანოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა გათვალისწინებული, სადაც წერია, რომ არ შეიძლება ამ უფლებმოსილებებით პირდაპირი არჩევა, რადგან ზედმეტ რესურსს აძლევს მას, რომ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაცია შემოიტანოს.
„რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტი არ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს, ხალხს არ ვართმევთ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლებას. ხალხი ირჩევს თავის წარმომადგენლებს, რომელიც აირჩევს პრეზიდენტს, სხვა წარმომადგენლებთან ერთად“, - თქვა გია ვოლსკიმ.
ხვალ, პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნების განხილვაა დაგეგმილი.
0