13:26:36     12-10-2017
რატომ ემუქრება დონალდ ტრამპი მედიასაშუალებებს?
დონალდ ტრამპი მედიასაშუალებებს დაემუქრა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჟურნალისტებს არ უნდა ჰქონდეთ ყველაფრის გამოქვეყნების უფლება. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა კანადის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
„ამაზრზენია, რომ მედიას აქვს საშუალება დაწეროს ყველაფერი, რაც კი სურს“-წერს ტრამპი.
პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია NBC-ის რეპორტაჟმა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ შეხვედრაზე ტრამპმა აშშ-ის ბირთვული არსენალის გაათმაგება გადაწყვიტა.
თავად პრეზიდენტმა, ასევე პენტაგონის უფროსმა ამ ცნობას სიცრუე და „ყალბი ახალი ამბავი" უწოდეს.
ამ თემას დონალდ ტრამპი მიკრობლოგ "ტვიტერშიც" გამოეხმაურა და NBC -ის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევითაც კი დაემუქრა.ამერიკულ ტელეკომპანიაში პრეზიდენტ ტრამპის მუქარა უარყვეს და აშშ-ის ლიდერს კონსტიტუციის პირველი შესწორება შეახსენეს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს.
აღსანიშნავია, რომ NBC-მ დონალდ ტრამპის გაღიზიანება კიდევ ერთი რეპორტაჟით გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტრამპს "ჭკუასუსტი" უწოდა.
0