10:39:19     12-10-2017
„საქართველო მზადა, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში“

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. მონაწილეებს სიტყვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა.
ლევან იზორიამ უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლსა და წვლილზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორი აგრძელებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას.
იზორიას განცხადებით, საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში.
„საქართველოს როგორ სანდო და ღირსეული პარტნიორი, აგრძელებს მონაწილეობას როგორც საერთაშორისო მისიებში ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ამავდროულად საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს დამკვიდრებას ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცეში,“-განაცხადა ლევან იზორიამ.
0