10:23:47     12-10-2017
ერაყში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში, ამბარის პროვინციაში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. თავდასხმა ერაყის აღმოსავლეთ ნაწილში, ანბარის პროვინციაში მოხდა.
ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთ კაფეში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.