16:34:34     11-10-2017
იმას, რასაც პრემიერი „კანონის დაცვას“ უწოდებს, არასამთავრობოებისა და იურისტების განცხადებით, კანონის უხეში დარღვევაა

პრემიერმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ პოლიციელებს, რომლებმაც გუშინ, პარლამენტის წევრები თბილისის საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.
„სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
[I=2]თუმცა, იმას, რასაც პრემიერი „კანონის სრულ დაცვას“ უწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და იურისტების განცხადებით, სწორედაც რომ კანონის უხეში დარღვევაა.
კერძოდ, კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს თვითმმართველ ორგანოში და სათათბირო ხმის უფლებითაც კი ისარგებლოს.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმის შესახებ რომ ვიღაც წინასწარ გეგმავდა საკრებულოს სხდომის ჩაშლას, იურისტთა განცხადებით, ეს არის მხოლოდ ვარაუდი, მოსაზრება და მას არავითარი კავშირი არ აქვს კანონის იმ მუხლთან, რომელიც დეპუტატს, თვითმმართველ ორგანოში, მათ შორის საკრებულოში შეუფერხებლად შესვლის უფლებას ანიჭებს.
პრემიერი კვირიკაშვილი, გარდა იმისა რომ არჩადენილ დანაშაულს დანაშაულად აცხადებს, ცდილობს პუშკინის სკვერის ნაწილის ერთ ლარად გადაცემა თბილისელების ინტერესად მოგვასაღოს.
[I=3]კერძოდ, კვირიკაშვილის განცხადებიდან ისე გამოდის რომ ერთ ლარად ნაყიდი ძვირადღირებული ქონება თბილისის ცენტრში, ბატონ ბიძინას ისევ ჩვენთვის უნდა, უბრალოდ, ვერ ვხვდებით...
არადა, საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ივანიშვილს იქვე მდებარე სასტუმროს პარკინგისათვის სჭირდება.
მეტიც: იგივე ხელშეკრულებაში წერია რომ საინვესტიციო პირობის დარღვევის შემთხვევაში, ინვესტორს 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ბატონმა ბიძინამ გადაიფიქრა და პარკინგის ნაცვლად, პუშკინის სკვერში სოლარიუმი ააშენა, მას ამის გამო მხოლოდ 100 ლარით დააჯარიმებენ.
0