15:34:56     11-10-2017
პეტრო პოროშენკო- მე არასოდეს ვივაჭრებ ქვეყნის ტერიტორიებით
![a72318.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a72318.jpg)
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ის ქვეყნის ტერიტორიებით არასდროს ივაჭრებს. ეს განცხადება პოროშენკომ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
„მე მტკიცედ უარვყოფ იმ ადამიანების მტკიცებულებებს, ვინც საუბრობს ყირიმზე, როგორც დასრულებულ საქმეზე“, - თქვა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნა არ შექმნილა ფულის, ნავთობისა და გაზის სანაცვლოდ ტერიტორიებით ვაჭრობის მოწოდებებისთვის, არამედ ის შეიქმნა ევროპის ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი უკრაინისთვის ყირიმის სანაცვლოდ ფულის გადახდისა და ნახევარკუნძულის ანექსიის დაკანონების ინიციატივით გამოვიდა. მან ასევე რუსეთისთვის სანქციების გაუქმება მოითხოვა. მილოშ ზემანის განცხადებას უკრაინის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა,რომ ზემანის განცხადება ქვეყნის მთავრობის პოზიციას არ ასახავს.
0