ანჯელინა ჯოლი  პროდუსერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ანჯელინა ჯოლი პროდუსერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს />


  11:05:59     11-10-2017

ანჯელინა ჯოლი პროდუსერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

a72300.jpg

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობებო ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ ყვებიან, როგორ ავიწროებდა მათ პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი.

“ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ახალგაზრდობიდან ჰარვი ვაინშტეინთან ურთიერთობის. საბოლოოდ, მე გადავწყვიტე არ მემუშავა მასთან და სხვებიც გავაფრთხილე, ვინც, ჩემგან განსხვავებით, ამას აპირებდა“ - ამბობს ჯოლი.

7 ოქტომბერს გაავრცელდა ინფორმაცია, რომ Miramax-ის დამფუძნებელს ჰარვი ვაინშტეინს, ჰოლივუდის მსახიობი ქალები სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. მსახიობი მერილ სტრიპი, პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ გამოვიდა და მას "სამარცხვინო" უწოდა.

ანჯელინა ჯოლიმ ასევე აღნიშნა, რომ პროდუსერის ქალებთან ურთიერთობის ფორმები დაუშვებელია ყველა სფეროსა და ყველა ქვეყანაში.
პელტროუც აცხადებს, რომ ვაინშტაინთან მაშინ მუშაობდა, როცა 22 წლის იყო და ფილმ „ემაში“ მთავარ როლში იღებდნენ. გადაღებების წინ ის პროდუსერმა სასტუმროს ნომერში მიიპატიჟა, სადაც ფიზიკურ ურთიერთობას და საძინებელში მასაჟის გაკეთებას აძალებდა. უარის მიღების შემდეგ, მას დაემუქრა და გააფრთხილა არავისთვის მოეყოლა მომხდარის შესახებ.
“ბავშვი ვიყავი მაშინ და ეს ჩემთვის საშინელება იყო“, - ყვება პელტროუ.
საპროდუსერო კომპანიამ ვაინშტეინი გაათავისუფლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროდუსერი სექსუალურ ძალადობაში ამხილეს.
0

ავტორი: