ერდოღანი  თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში თურქეთში ამერიკის ელჩს ჯონ ბასს ადანაშაულებს ერდოღანი თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში თურქეთში ამერიკის ელჩს ჯონ ბასს ადანაშაულებს />


  10:19:20     11-10-2017

ერდოღანი თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში თურქეთში ამერიკის ელჩს ჯონ ბასს ადანაშაულებს

a72293.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში თურქეთში ამერიკის ელჩს ჯონ ბასს ადანაშაულებს.

ერდოღანის თქმით, ელჩმა ვიზების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჯონ ბასს ამ გადაწყვეტილების მიღების დროს შეერთებული შტატების მთავრობის სრული თანხმობა ჰქონდა.

„ჩვენ მას თურქეთში აშშ-ის წარმომადგენლად აღარ განვიხილავთ. გამოსამშვიდობებელი მიზნით მინისტრთა კაბინეტს ის ვერ ეწვევა“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ჯონ ბასი თურქეთში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე 2014 წლის სექტემბერში დაინიშნა. მას ამ ქვეყანაში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ელჩს ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი. თურქეთის შემდეგ, ჯონ ბასი შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ავღანეთში დაიკავებს.
ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვს, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს უშედეგოდ.
თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. საპასუხოდ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა და თურქეთის მოქალაქეებისთვის საემიგრაციოს გარდა, ყველა ტიპის ვიზის გაცემა გაურკვეველი ვადით შეაჩერა.

0

ავტორი: