ვანო ზარდიაშვილი: იტყუებიან, რომ ოდესმე მე მათი გუნდის წევრი ვიყავი ვანო ზარდიაშვილი: იტყუებიან, რომ ოდესმე მე მათი გუნდის წევრი ვიყავი />


  22:43:59     10-10-2017

ვანო ზარდიაშვილი: იტყუებიან, რომ ოდესმე მე მათი გუნდის წევრი ვიყავი

a72278.jpg

„იტყუებიან, რომ ოდესმე მე მათი გუნდის წევრი ვიყავი“, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ მისამართით გააკეთა. rnrn
„ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი, რომ ჩვენი პატივცემული კოლეგები პოლიციას პატივს სცემენ - ისინი იტყუებიან! ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი, რომ თურმე მათი დეპუტატობის პერიოდში ადმინისტრაციულ ორგანოში ყველა დეპუტატს უშვებდნენ - ისინი იტყუებიან! ისინი იტყუებიან, რომ ოდესმე მე მათი გუნდის წევრი ვიყავი! ერთი კვირაა ვუყურებთ როგორ აბრალებენ “ევრონაცები“ “ნაცებს“, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობენ, ხოლო “ნაცები“ გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას აბრალებენ, რომ “ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობენ. მათ დასამტკიცებელი აქვთ, რომ არ თამაშობენ “ქართული ოცნების“ თამაშს და მიზნად აქვთ, შეიჭრან სადმე. უნდა მოხდეს “რუსთავი2“-სთვის “კარტინკის“ მიღება, რომ ისინი იბრძვიან, მაგრამ რომ ჰკითხო, რაზე იბრძვიან, პასუხს ვერ გაგცემენ, რადგან არაფერია საბრძოლი“, - განაცხადა ზარდიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. rnrn
თბილისის საკრებულოს შენობაში პარლამენტის წევრების არ შეშვების თემა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცხარე კამათის თემად იქცა.
0

ავტორი: