16:56:36     10-10-2017
საკრებულომ ივანიშვილს პუშკინის სკვერის ნაწილი 1 ლარად ოფიციალურად გადასცა

საკრებულომ კენჭი უყარა ბიძინა ივანიშვილისათვის პუშკინის სკვერის ნაწილის ერთ ლარად გადაცემას.
ქართული ოცნების წევრებმა ამ საკითხს მხარი დაუჭირეს და ყოფილ პრემიერს ერთ ლარად მიაკუთვნეს თბილისის ცენტრში 1900 კვარდატული მეტრი მიწის ნაკვეთი.
[I=2]შეგახსენებთ რომ ივანიშვილს პუშკინის სკვერის მიმდებარედ ერთ ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთი იქვე მდებარე სასტუმროს პარკინგისათვის სჭირდება.
თუმცა, თუ ის საინვესტიციო პირობას დაარღვევს და მაგალითად, პარკინგის ნაცვლად მაღაზიას ააშენებს, მას მხოლოდ 100 ლარის გადახდა მოუწევს, ჯარიმის სახით.
საკრებულომ, პუშკინის სკვერის გარდა, ივანიშვილს თაგორის მთის ნაწილიც (ნახევარი ჰექტარი) დაუკანონა.
0