თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა შესაძლოა უკანონოდ გამოცხადდეს თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა შესაძლოა უკანონოდ გამოცხადდეს />


  16:02:56     10-10-2017

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა შესაძლოა უკანონოდ გამოცხადდეს

a72256.jpg

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების გამო, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლის უფლება არ მიეცათ, სხდომა და მისი შედეგები, შესაძლოა, უკანონოდ და არალეგიტიმურად გამოცხადდეს. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ პუშკინის სკვერისა და თაგორის მთის ნაწილის ბიძინა ივანიშვილისათვის ერთ ლარად მიკუთვნება, შესაძლოა, სასამართლოს გზით იყოს  გაუქმებული. 

შეგახსენებთ რომ ამ წუთებში, საკრებულო სწორედ პუშკინის სკვერისა და თაგორის მთის ნაწილის ერთ ლარად გადაცემის საკითხს იხილავს. 

თუმცა, საკრებულოს შენობაში ვერ შედიან პარლამენტის წევრები, რომლებსაც კანონის მიხედვით, თვითმმართველობის ორგანოებში შესვლის უფლება აქვთ.

იურისტების განცხადებით, ეს ფაქტი საკმარისია იმისათვის, რომ თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლომ უკანონოდ სცნოს.
0

ავტორი: