15:52:54     10-10-2017
თბილისის საკრებულოს სხდომა ალიბეგაშვილის მწვავე კრიტიკით გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სხდომა დაიწყო. თავმჯდომარე ალიბეგაშვილმა სხდომა გახსნა, თუმცა, ამ წუთებში მას ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მოსმენა უწევს.
[I=2]კერძოდ, ალიბეგაშვილს ოპოზიცია იმის გამო აკრიტიკებს რომ მან პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა და ამით, კანონი დაარღვია.
„წარმოდგენაც არ გაქვთ რას აკეთებთ“, - მიმართა მას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, მარიკა დათუკიშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ივანიშვილის მსახურებაში დაადანაშაულა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის შემდეგ, ალიბეგაშვილი ოპოზიციის თითქმის სრულმა სპექტრმა გააკრიტიკა. მათ შორის ფორუმის წარმომადგენელმაც.
საკრებულოს თავმჯდომარეს პასუხს კანონის უხეში დარღვევის გამო სთხოვენ.
0