15:24:57     10-10-2017
საკრებულოს შენობაში თბილისის მერის მოადგილე იმყოფება - დაპირისპირება გრძელდება

თბილისის საკრებულოს შენობაში, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი იმყოფება.
ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის და ასევე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საკრებულოს შენობაში არსებულ ე.წ. აზიურ ოთახში იმყოფებოდნენ და საკრებულოს შენობის გარეთ მიმდინარე პროცესებს ტელეფონით იღებდნენ.
შსს-ს ცნობით, საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირია დაკავებულია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი რამდენიმე წუთის წინ დააკავა.
აქცია ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საპატრულო პოლიციას და ოპოზიციის წევრებს შორის რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცათ.
0