მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ძებნილი პირი თბილისში დააკავეს მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ძებნილი პირი თბილისში დააკავეს />


  13:34:27     10-10-2017

მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ძებნილი პირი თბილისში დააკავეს

a72237.jpg

შსს-ს ცნობით, 2017 წლის 14 ივნისიდან ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ძებნილი პირი თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის, თანამზრახველებთან ერთად, 2017 წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მსახიობ დავით როსტომაშვილს დაესხა თავს.

დაკავებულმა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, გაქცევა მოახერხა. 

14 ივნისს იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს ზურგიდან ნიღბიანები დაესხნენ და ბეისბოლის ჯოხით სცემეს. შემთხვევა ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მოხდა.

0

ავტორი: