2018 წლის ბიუჯეტი განათლების მიმართულებით 62,5 მილიონი ლარით გაიზრდება 2018 წლის ბიუჯეტი განათლების მიმართულებით 62,5 მილიონი ლარით გაიზრდება />


  13:14:18     10-10-2017

2018 წლის ბიუჯეტი განათლების მიმართულებით 62,5 მილიონი ლარით გაიზრდება

a72234.jpg

მომავალი წლიდან,  განათლების მიმართულებით დაფინანსება 62,5 მილიონით გაიზრდება. 

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული თანხა მოხმარდება როგორც ზოგად განათლებას, ასევე მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, ვაუჩერული დაფინანსებაც გაიზრდება. 

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ინვესტიციების განხორციელება როგორც სასკოლო, ისე პროფესიული მიმართულებებით. 
რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებას, მარიამ ჯაშის თქმით, არსებული დაფინანსების გადახედვა მოხდება. 
კულტურის მიმართულებით დაფინანსების გაზრდა 17 მილიონი ლარით იგეგმება. 

თანხის დიდი ნაწილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მოხმარდება, სადაც საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი. 

2018 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში  ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს. 0

ავტორი: