საფრანგეთში დღეს სახელმწიფო მოხელეები გაიფიცებიან საფრანგეთში დღეს სახელმწიფო მოხელეები გაიფიცებიან />


  12:21:42     10-10-2017

საფრანგეთში დღეს სახელმწიფო მოხელეები გაიფიცებიან

a72220.jpg

საფრანგეთში, დღეს, შემცირებებისა და მთავრობის რიგი ზომების წინააღმდეგ სახელმწიფო მოხელეები გაიფიცებიან. პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, გაფიცვას სახელმწიფო მოხელეების ცხრავე პროფკავშირი შეუერთდება.

მათ 5,4 მილიონ სახელმწიფო მოხელეს მოუწოდეს საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ. საფრანგეთის 90 დეპარტამენტში დაახლოებით 130 აქცია გაიმართება.

როგორც მოსალოდნელია, გაფიცვა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მუშაობას არ შეეხება. სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს ინფორმაციით, გაფიცვების შედეგად, შესაძლოა რეისების 1/3 გაუქმდეს.

აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებში თანამდებობების შემცირებას აპროტესტებენ და ხელფასის ინდექსაციას ითხოვენ.
0

ავტორი: