"ეს ხალხი, ვინც იცავს შენობას, არის მძევალი" - სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს "ეს ხალხი, ვინც იცავს შენობას, არის მძევალი" - სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს /> "/> " />


  12:10:10     10-10-2017

"ეს ხალხი, ვინც იცავს შენობას, არის მძევალი" - სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს

a72216.jpg

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი თბილისის საკრებულოს შენობაში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს. 

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

"დღეს ეს ხალხი, ვინც იცავს შენობას, არის მძევალი. ესენი ასრულებენ უკანონო ბრძანებას, რათა ივანიშვილმა გადაიფორმოს თბილისი და შიდა ეზო გაიკეთოს თბილისში. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ საკრებულოს, ერთი წუთით ვაპირებდი ახლა შესვლას. ზემოთ ასვლასაც არ ვაპირებდი. ეს არის სამარცხვინო. ჩვენ სხდომას უნდა დავესწროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება კონსულტაციები და გადავწყვეტთ, ამ მარაზმს როგორ მოვუღოთ ბოლო" - განაცხადა სერგო რატიანმა. 

0

ავტორი: