11:42:08     10-10-2017
ივანა ტრამპი საკუთარ თავს პირველ ლედის უწოდებს

ტრამპის პირველმა ცოლმა ივანა ტრამპმა საკუთარ თავს აშშ-ის პირველი ლედი უწოდა. ამის გამო მელანია ტრამპმა ივანა გააკრიტიკა.
მისი თქმით, ივანა ამით მედიისა და საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს.
მელანია ტრამპის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა სტეფანი გრიშამმა CNN-ს განუცხადა, რომ მელანიამ თეთრი სახლი ბარონისა და აშშ-ის პრეზიდენტის სახლად აქცია.
„მელანიას უყვარს ვაშინგტონში ცხოვრება და პატივს სცემს საკუთარ როლს - ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის სტატუსს. იგი გეგმავს გამოიყენოს ეს სტატუსი ბავშვების დასახმარებლად და არა წიგნების გასაყიდად“ - განაცხადა სტეფანი გრიშამმა.8 ოქტომბერს ივანა ტრამპმა ტელეკომპანია CBS-ს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, პრეზიდენტმა მას ჩეხეთის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა.
0