10:37:08     10-10-2017
იემენიდან საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

იემენის ტერიტორიიდან საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
რაკეტის მიზანი საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონი ჯიზანი იყო. საუდის არაბეთის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
ივლისის ბოლოს, მექადან 69 კილომეტრში იემენის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტა გააუვნებელყვეს. არაბულმა კოალიციამ ამაში ხუსიტები დაადანაშაულა. მანამდე, მაიასის დასაწყისში, ხუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადეს.
საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილი არაბული ქვეყნების კოალიცია 2014 წლიდან იემენში ოპერაციას ატარებს, რომელიც ამბოხებული ხუსიტების და იემენის ექსპრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის მხარდამჭერი სამხედრო შენაერთების წიანაღმდეგაა მიმართული.
იემენის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდ რაბა მანსურა ჰადიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის ხუსიტებთან მოლაპარაკებისთვის.
იემენში რამდენიმე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ერთ მხარეს არიან ხუსიტების დაჯგუფება - ეს არის შიიტური მოძრაობა "ანსარ ალაჰის" სამხედრო ნაწილი და ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის არმიის ნაწილი. მეორე მხარეს კი სუნიტი პრეზიდენტი აბდ რაბა მანსურა ჰადის მხარდამჭერი არმია და არაბული ქვეყნების კოალიცია.
0