10:35:21     10-10-2017
ხანძარი კალიფორნიაში, დაღუპულია 10 ადამიანი.

კალიფორნიაში ტყის ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამდრომდე მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. რამდენიმე ოლქი უკვე დატოვა 20 ათასმა ადამიანმა. ცეცხლმა 1500 ობიექტი გაანადგურა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.
კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია სტიქია. ხანძარი კალიფორნიაში კვირას საღამოს გაჩნდა.