09:37:00     10-10-2017
გუგავა: ფაროსანა რომ შეესია, ისე არიან შესეულები სახელისუფლო სტრუქტურებს, ეს მუქთამჭამელები

„ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გუგავამ გადაცემა „არჩევანში“ საკუთარ გუნდთან ერთად სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს.
„ჩვენი უმთავრეს მიზანს მოგახსენებთ. ბანდა, ოლიგარქ ბანკირთა, ყაჩაღ მონოპილისტთა მაფიოზ ენერგეტიკოსები, რომლებსაც ხელთ აქვთ პოლიტიკური ძალაუფლება, რომლებმაც ხალხს დაუმსხვრიეს ოცნებები, გადააგდეს, მოატყუეს, არ უნდა შევარჩინოთ და დავიწყოთ შეცვლა...
ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, გუგავა რომ მოვა, ნიშნავს იმას, რომ გაკონტროლდება მდიდარი და დაცული იქნება ღარიბი,“ - განაცხადა გუგავამ.
პოლიტიკოსის თქმით, ის თანხა, რაც ქალაქს გააჩნია, მოსახლეობაზე სამართლიანად უნდა გადანაწილდეს.
„ჩვენ უნდა გამოვყაროთ, ფაროსანა რომ შეესია, ისე რომ არიან შესეულები სახელისუფლო სტრუქტურებს, ეს მუქთამჭამელები. ჩვენ გავაუქმებთ პერსონალურ ავტომობილებს ყველა თანამდებობის პირებისთვის. იარონ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტით, ახლოს იყვნენ ხალხთან, ან პირადი ავტომობილებით იარონ,“ - აღნიშნა გუგავამ.
გუგავა სოციალურ პრობლემებსაც შეეხო და დაასახელა ის გეგმა, რომლითაც ამ ფონის გაუმჯობესება მოხდება. მისი თქმით, მედიკამენტებზე შესაბამისი ვაუჩერიც გაიცემა.
0