09:30:44     10-10-2017
საქართველოს დღეს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

საქართველოს დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა. ის მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.
ჯეიმს აპატურაი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შეხვდება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე საუბარი იქნება ნატოს მომავალ სამიტზე და საქართველო-ნატოს კომისიის ფარგლებში მუშაობის თემატიკაზე.
0