საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში გადააგზავნა.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოში გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიციას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა და 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ე.წ. 5 პუნქტიანი დოკუმენტი შეცვალეს და 4 ახალ პუნქტზე შეთანხმდნენ.
0