ბათუმში, ღამის კლუბში მამაკაცი დაჭრეს ბათუმში, ღამის კლუბში მამაკაცი დაჭრეს />


  17:17:22     09-10-2017

ბათუმში, ღამის კლუბში მამაკაცი დაჭრეს

a72192.jpg

ბათუმში, გონიოს დასახლებაში გუშინ ღამით მამაკაცი დანით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოშია მოტავსებული.

ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ ეზოში მოხდა, სადაც სასტუმროც ფუნქციონირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კლუბის დაცვის წევრმა დაჭრა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევას ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

0

ავტორი: