"ისნის რაიონში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შსს-ს თანამშრომელი არ არის" "ისნის რაიონში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შსს-ს თანამშრომელი არ არის" /> "/> " />


  17:13:16     09-10-2017

"ისნის რაიონში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შსს-ს თანამშრომელი არ არის"

a72191.jpg

შსს უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შსს-ს თანამშრომელია.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.

ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, - აცხადებენ შსს-ში.

0

ავტორი: