"უსაქმური ადამიანებით გაავსეს სახელმწიფო სექტორი" "უსაქმური ადამიანებით გაავსეს სახელმწიფო სექტორი" /> "/> " />


  16:35:59     09-10-2017

"უსაქმური ადამიანებით გაავსეს სახელმწიფო სექტორი"

a72186.jpg

პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო, რომლის მთლიანი მოცულობა 12 მილიარდ ლარზე მეტი იქნება.საპარლამენტო ოპოზიციას პრიორიტეტებთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები  და კითხვები აქვს.

"პრესა.ჯი“ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

-თქვენი პრეტენზიები ბიუჯეტის პრიორიტეტულ გადანაწილებას და საგარეო ვალებს შეეხება. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, რა საფრთხეები არსებობს ლარის კურსთან მიმართებაში?

- ამ ხელისუფლების  ერთერთი ყველაზე ცუდი ნაწილი მისი ეკონომიკური პოლიტიკაა და ამის შედეგი არის ის, რომ ქვეყანა იხრჩობა ვალებში. თუკი 5 წლის წინ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 34% იყო ვალი, დღეს უკვე მიუახლოვდა 50%-ს. რეალური გათვლებით ეს არის გაცილებით მეტი, რადგან მასში არ არის აღრიცხული სახელმწიფო საწარმოების დავალიანება, რომელმაც უკვე ამ რისკის ზღვარს გადააჭარბა. ამის გარდა, ქვეყნის მთელი ვალი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის, უკვე გადაცდა ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის მიერ წარმოებულ მთლიან შიდა პროდუქტს 40 მილიარდ ლარზე მეტს. ანუ სერიოზული მაკროეკონომიკური რისკებია, თუკი რაღაცეებს არ გააკეთებენ. ყველაფერი, იგივე ჯანდაცვის პროგრამა, ინფრასტრუქტურა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების დროს დატოვებული ორ მილიარდიანი ნაშთებით და პლიუს ვალების ზრდით. ეს არის ძალიან სარისკო და თუ ასე გაგრძელდა, რასაც ზოგადად, ბიუჯეტის ენაზე ბიუჯეტის დეფიციტი ჰქვია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქნება ლარის გაუფასურებისა და ფასების სერიოზული საფრთხე.

-რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღნიშნული საფრთხეები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი?

-ბიუჯეტის გაჯანსაღება აუცილებელია და პირველ რიგში, რასაც იძახის ყველა საქართველოში - გაავსეს „ქართული ოცნების“ პარტიული ნაცნობებით, მეგობრებით,ნათესავებით, პარტიული აქტივით.. სკამის ჩასადგმელი ადგილი რომ იყოს თვითმმართველობაში, იქაც კი ვიღაც ნათესავს, ან მეგობარს სვამენ. უსაქმური ადამიანებით გაავსეს სახელმწიფო სექტორი. ისედაც არაეფექტური იყო ბიუროკრატია, ფუფუნება, მანქანები, მივლინებები, რესტორნის ხარჯები, პრემიები...ბიუჯეტის ამ ნაწილის სულ ცოტა 50%-ით შემცირება არის შესაძლებელი. უვარგისი ხარჯები ბიუჯეტიდან უნდა იქნას ამოღებული და უნდა მოხმარდეს ვარგის ხარჯებს. ეს არის გზების აშენება, ინფრასტრუქტურა, პედაგოგების ხელფასის მომატება, რასაც არ აკეთებენ. ყველაზე დიდი უნამუსობა რაც არის, ორი წელია პენსიონერებს 10 ლარი ვერ მოუმატეს.

-მთავრობამ ხომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ პენსიის გაზრდა გათვალისწინებულია არა ბიუჯეტში, არამედ სპეციალურ რეფორმაში, რომელიც მომავალ წელს გატარდება?

-საპენსიო რეფორმა არის დაგროვებითი რეფორმა. ადამიანი, რომელიც დაგროვებას დაიწყებს, პირველ ფულს მიიღებს 20 წლის მერე. ტყუილია, არავითარი დაგროვებით პენსიას სახელმწიფოსთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს სულ სხვადასხვა რამეა და ამდენ დემაგოგიას უნდა შეეშვან. პენსიონერები გააღატაკეს, დღევანდელი პენსია ფასების და ლარის გაუფასურების გამო, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის იყო, თუნდაც 3 წლის წინ. ხალხს პირდაპირ უნდა უთხრან, რომ პენსიის გაზრდას არ აპირებენ.
0

ავტორი: