ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დაკავებულია სამი პირი ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დაკავებულია სამი პირი />


  11:08:29     09-10-2017

ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დაკავებულია სამი პირი

a72145.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინა და ბრალდებულის სახით, 3 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა პირმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, მან ერთ-ერთ კომპანიას 498 000 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება გაუწია. ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა პირებმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ- აქტურა, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით, 151 810 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე,"- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0

ავტორი: