02:06:52     09-10-2017
მოსკოვში ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი დაიწვა - ევაკუირებულია 3 000 ადამიანი
მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სავაჭრო ცენტრ „სინდიკაში“ ხანძარია. 150 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობის ნაწილი 55 ათასი კვადრატული მეტრი იწვის.
ხანძრის ჩაქრობაში ათობით სახანძრო ბრიგადა და ვერტმფრენები მონაწილეობენ. შენობიდან 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, არსებობს შენობის ჩამონგრევის რისკი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
0