19:01:16     07-10-2017
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: თარხან ბათირაშვილი სირიაში შეტევის დროს მოკლეს
აბუ ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის, ლიკვიდაციის შესახებ მორიგ ცნობას ამჯერად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ სირიაში, ერაყის საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლებაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მართვის პუნქტი გაანადგურეს.
გენერალ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, შეტევის დროს 30-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს, მათ შორის დაჯგუფების გავლენიანი საველე მეთაურები: აბუ ომარ ალ შიშანი, ალია-უდინ ალ შიშანი და სალაჰ-უდინ ალ შიშანი.
ერაყში თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ცნობა ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში პენტაგონმა გაავრცელა. მაშინ ეს ინფორმაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმაც დაადასტურეს.
0