„ეს არის მალფუჭებადი ნამცხვარი და ვარგისიანობის ვადა მას მხოლოდ ხელისუფლებისათვის აქვს“ „ეს არის მალფუჭებადი ნამცხვარი და ვარგისიანობის ვადა მას მხოლოდ ხელისუფლებისათვის აქვს“ />


  16:58:11     06-10-2017

„ეს არის მალფუჭებადი ნამცხვარი და ვარგისიანობის ვადა მას მხოლოდ ხელისუფლებისათვის აქვს“

a72104.jpg

„კონსტიტუციაზე ნამცხვრის გამოცხობის ასოციაცია რატომ გაუჩნდა პარლამენტის თავმჯდომარეს და თან მამაკაცს არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მალფუჭებადი ნამცხვარი და ვარგისიანობის ვადა მას მხოლოდ ხელისუფლებისათვის აქვს“, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩიხში ამ მთავრობამ თავისი უგუნურობით და ხელისუფლების შენარჩუნების წყურვილით შეიყვანა, ამიტომ ”ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ ცხოვრებას მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მილიარდებისა, ცუდად დაასრულებს.

„მე ვარ ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის დასკვნების წაკითხვა და მე ვენდობი ყველაზე კვალიფიციურ „ოდირის“ დასკვნას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნებში მიღებული ხმები დაითვალა, ან ძალიან ცუდად ან ცუდად. არჩევნებში, სადაც ხმები ითვლება ცუდად, როგორ შეიძლება კარგად იყოს შეფასებული?! ზუსტად იგივე ფარსის წინაშე ვდგავართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თითქოს, ვენეციის დასკვნა არის ძალიან კარგი. სიმართლე არის მხოლოდ ერთი - ჩვენ ვართ ისეთ პოლიტიკურ კრიზისში და პოლიტიკურ ჩიხში, რომელიც სერიოზულ რყევებს გამოიწვევს ქვეყანაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

0

ავტორი: