21 გარდაცვლილი და 32 დაშავებული - რუსეთში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა 21 გარდაცვლილი და 32 დაშავებული - რუსეთში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა />


  14:22:01     06-10-2017

21 გარდაცვლილი და 32 დაშავებული - რუსეთში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა

a72093.jpg

რუსეთში, ვლადიმირის ოლქში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა, რომელსაც მგზავრები ყაზახეთიდან მოსკოვში გადაჰყავდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 21 ადამიანი. 32 დაშავებული, რომელთა შორის ორი ბავშვია, საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

წინასწარი ვერსიით, სარკინიგზო გადასასვლელზე მოძრაობისას ავტობუსის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და ჩაქრა, რის გამოც მძღოლმა მოძრაობა ვერ განაგრძო. გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემის შესახებ რკინიგზამ მემანქანე გააფრთხილა, თუმცა საგანგებო მუხრუჭის მიუხედავად, მატარებლის გაჩერება ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველების ცნობით, ავარიის მიზეზების დასადგენად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება ავარიის თვითმხილველების და დაზარალებულების დაკითხვას გეგმავს.

0

ავტორი: