11:40:06     06-10-2017
"ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ვაშლებზე ლაპარაკობს"

"სკოლებში, სადაც ვაშლები ჩვენ არ მიგვიტანია ბავშვებმა მოიტანეს და მიირთმევენ", - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
ჯეჯელავას თქმით, ვაშლების დარიგების პროგრამა 10 სკოლაში დეკემბრამდე გაგრძელდება.
„ვაშლების პროგრამას პირველი და მთავარი ეფექტი მოჰყვა, რომ ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ვაშლებზე ლაპარაკობს.
სკოლებში, სადაც ვაშლები ჩვენ არ მიგვიტანია ბავშვებმა მოიტანეს და მიირთმევენ. ოჯახებმა შვილების ჯანსაღი კვების საკითხს ყურადღება მიაქციეს.
ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ მთელი ქვეყნის ყურადღება ჟურნალისტების დახმარებით მიგვექცია იმისთვის, რომ ბავშვი სკოლაში რას ჭამს, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც, რას სწავლობს და რა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობს.
დეკემბრამდე ეს კამპანია 10 სკოლაში გაგრძელდება. ძალიან კარგად და ხალისიანად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ასე ხალისიანად გაგრძელდება. მომავალში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამაში ბევრი კამპანია გვექნება და ამას გზადაგზა ნახავთ“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
0