16:40:49     05-10-2017
აშშ-მა ნატოს ავღანეთში 1000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა
![a72056.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a72056.jpg)
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ალიანსის მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში ნატო-ს კიდევ 1000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა, ამის შესახებ განცხადებას ნატო-ში ქვეყნის ახალი მუდმივი წარმომადგენელი კეი ბეილი ჰაჩისონი ავრცელებს.
„აშშ-ს ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ავღანეთში მისიის გასაძლიერებლად გასაგზავნი სამხედროების საერთო რიცხვი 3000 ამერიკელ და ნატო-ს 1000 ჯარისკაცს შეადგენს“, - განაცხადა მან.
მიმდინარე წლის აგვისტოში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები 2018 წლიდან ავღანეთში არასაბრძოლო მისიის რიცხოვნობის გაზრდაზე უკვე შეთანხმდნენ. ამჟამად ალიანსის წევრი ქვეყნების ინსტრუქტორების და მრჩეველების კონტინგენტი 12 000 ადამიანს შეადგენს.
0