"საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდის შემდგომი გეგმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული" "საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდის შემდგომი გეგმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული" /> "/> " />


  13:02:09     05-10-2017

"საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდის შემდგომი გეგმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული"

a72038.jpg

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდის შემდგომი გეგმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

​ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა  ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით,  პრეზიდეტთან საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელი შეხვედრა კონსტრუქციული,   საქმიანი იყო და ახლა ამ შეხვედრის შედეგებს ელოდებიან. 

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამაზეა დამოკიდებული კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შემდეგი გადაწყვეტილება.  

"ჩვენი მხრიდან ძალიან გონივრული შეთავაზება გაკეთდა. ახლა საუბარია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. შესაძლება, პრეზიდენტთან შემდეგი შეხვედრა საჭირო არც იყო. ჩვენი პოზიცია ცნობილია, პრეზიდენტის პოზიციას ველოდებით. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად  ვადა 10 ოქტომბრამდე აქვს.  ვერ გეტყვით, პრეზიდენტი რას იზამს. ორი მოცემულობაა. ერთი ის შეთავაზება, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა და  მეორე  - კონსტიტუციას ისე მოაწეროს ხელი, რომ  ცვლილებები დადასტურებული იყოს. მესამე მოცემულობაცაა  - თუ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ კომპრომისისა და შეთანხმებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 0

ავტორი: