მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 360-მდე გაიზარდა მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 360-მდე გაიზარდა />


  09:33:56     05-10-2017

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 360-მდე გაიზარდა

a72019.jpg

მექსიკაში 19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 360-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული კოორდინატორი ლუის ფილიპე პუენტე სოციალურ ქსელში წერს.

"19 სექტემბრის მიწისძვრის მსხვერპლთა ეაოდენობა სულ 369 ადამიანია. მათჰგან მეხიკოში დაღუპულია - 228, მორელოსის შტატში - 74, პუებლოში - 45, მეხიკოს შტატში - 15, ჰერეროში - 6, ოაჰაკაში - 1“- წერს პუენტე.

მექსიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ვალენტინ ონიარტეს ცნობით კი ალვარო ობრეგონის ქუჩის 286-ში მდებარე ჩამონგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ სტიქიის უკანასკნელი მსხვერპლი იპოვეს. ამ მისამართზე აღმოჩენილი გარდაცვლილების რაოდენობამ 49-ს მიაღწია. ნანგრევებიდან 30 ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსის მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. 0

ავტორი: