საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ემშვიდობება ენერგეტიკის სამინისტროს, მაგრამ ამ სფეროში რჩება. "ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ", - წერს ვალიშვილი.
0