13:55:07     04-10-2017
პარიზში აფეთქება მოხდა

პარიზში, იორდანიის საელჩოს სამხედრო ატაშეს აპარატის შენობასთან მოტოციკლი აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. აფეთქების გამო, შენობასთან მდგარი რამდენიმე მანქანა დაზიანდა. საფრანგეთის პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს.