13:30:02     04-10-2017
"ვთხოვ მთავარ პროკურორს, ჩემი ძმის გაუჩინარების საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს"

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სამი თვის წინ საკუთარი ძმის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს.
"ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობა ჩვენ იქითკენ გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ადამიანის ბედი. მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რათა პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საკითხი. თუ უახლოეს პერიოდში ვერ დავინახავთ პრაქტიკულ ნაბიჯებს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თავად ხელისუფლება არ არის დაინტერესებული უთხრას ოჯახს, საზოგადოებას და დაინტერესებულ პირს დაიკარგა, მოკლეს, გააქრეს, დაახრჩვეს თუ რა ბედი ეწია ჩემ ძმას",- განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
თამაზ ბაკურიძის ცნობით, კობა ბაკურიძე ბოლოს ბათუმის სანაპიროზე, სამი თვის წინ ნახეს. მას ზღვაშიც ეძებდნენ, თუმცა მაშველებმა ცხედარი ვერ იპოვეს.
0